ამერიკული კონვენცია

ამერიკული კონვენცია
ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციას ხელი მოეწერა 1969 წელს სან ხოსეში (კოსტა რიკა). აქედან გამომდინარე, მას ზოგჯერ სან ხოსეს პაქტსაც უწოდებენ. მიუხედავად ამისა, კონვენცია ძალაში შევიდა მხოლოდ 1978 წლის ივლისში, რატიფიცირების მეთერთმეტე დოკუმენტის მიღების შემდეგ. კონვენციის მიზნები მოცემულია პრეამბულაში: „სახელმწიფოებს სურთ ამ ნახევარსეფროში კონსოლიდება დემოკრატიულ დაწესებულებათა ჩარჩოში, პირადი თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის სისტემაში, რაც დაეფუძნება ადამიანის ძირითად უფლებათა პატივისცემას“. კონვენცია ზღუდავს საკუთარ თავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დეტალური ჩამონათვალით. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები მოცემულია მხოლოდ ერთ მუხლში (მუხლი 26), რაც უკავშირდება ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ქარტიას, როგორც ეს შესწორებულია ბუენოს აირესის ოქმით. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 1988 წელს ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ მიიღო დამატებითი ოქმი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა სფეროში (სან სალვადორის ოქმი – განხილულია ქვემოთ). თვით კონვენცია ადგენს მექანიზმს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ადამიანის უფლებების დაცვისას ამერიკის ყველა სახელმწიფოში. ამერიკულ კომისიას მინიჭებული აქვს სხვადასხვა ფუნქცია და უფლებამოსილება, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის დეტალურ სისტემას. მიუხედავად ამისა, პროცედურა დამატებითია კომისიის ადრე არსებული კომპეტენციისადმი, რაც გამოიხატებოდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საჩივრების მიღებით.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Смотреть что такое "ამერიკული კონვენცია" в других словарях:

  • ამერიკული კონვენცია წამების თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ, 1985 — კონვენცია ხელმოწერისთვის გაიხსნა 1985 წელს გენერალური ასამბლეის რიგით სესიაზე. ის განსაზღვრავს წამების ცნებას და აკონკრეტებს ინდივიდთა პასუხისმგებლობას მასზე. ამ დოკუმენტის ძალაში შესვლას ესაჭიროებოდა მხოლოდ ორი ხელმოწერა (რატიფიცირება… …   Georgian encyclopedia

  • ამერიკული კონვენცია ადამიანების იძულებითი გაუჩინარების შესახებ, 1994 — ბელემ დო პარაში (ბრაზილია) გენერალურმა ასამბლეამ ხელმოსაწერად გახსნა კონვენცია ადამიანების იძულებითი გაუჩინარების შესახებ, რომელიც ძალაში 1996 წელს შევიდა. ამერიკის სახელმწიფოებში სამხედრო მმართველობის დროს უკვალოდ გაქრა ათასობით ადამიანი, რაც… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია — ასევე ცნობილია, როგორც „act of San Jose“ შემუშავებულ და ხელმოწერილ იქნა 1969 წლის 22 ნოემბერს და ამოქმედდა 1978 წლის 18 ივლისს. Source: კილკელი ურსულა. პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე 8… …   Georgian encyclopedia

  • ბელემ დო პარას კონვენცია — ამერიკული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილების, დასჯის და მისი აღმოფხვრის შესახებ , 1994 კონვენცია მიღებულ იქნა იძულებითი გაუჩინარების შესახებ კონვენციასთან ერთად, თუმცა იგი უფრო პოპულარული აღმოჩნდა, ვინაიდან იგი ძალაში 1995 წელს… …   Georgian encyclopedia

  • ამერიკათაშორისი კონვენცია ინვალიდების მიმართ — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 1999 ამერიკულ სახელმწიფოთა ყველაზე გვიან ინიციატივას წარმოადგენს ამერიკული კონვენცია ინვალიდების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. დოკუმენტიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა… …   Georgian encyclopedia

  • ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია — ევროპისგან განსხვავებით, ამერიკის სახელმწიფოებს აქვთ მხოლოდ ერთი დიდი რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებათა დაცვას – ეს არის ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია. წინამდებარე თავში განხილულია ადამიანის… …   Georgian encyclopedia

  • ევროპის საბჭო — • ერთ ერთი უძველესი და ყველაზე დიდი სამთავრობათშორისო ორგანიზაციაა ევროპაში, რომელიც 8 მილიონზე მეტ ევროპელს აერთიანებს. მისი უმთავრესი საქმიანობა ადამიანის უფლებათა პრინციპების დამკვიდრებაა. ევროპული სასამართლო ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»